ზოგიერთს სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მთავარ ამოცანად აქვს გახდილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ არასამთავრობო სექტორის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ცალსახად ამის გაკეთება არ შეიძლება, უამრავი გამოწვევა არის და სუს-ი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებებს, ანუ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად გაუხდია და მეორე რიგში აქვს დაყენებული ქვეყნის უსაფრთხოება. მე ვფიქრობ, უნდა იყოს დაბალანსებული ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება და ორივე მათგანი ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ასეთი კანონი იქნება მიღებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები