იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. ევროკომისიიდან აღნიშნული კანონპროექტის უკრაინული მოდელი გაწვეული არ არის, აქედან გამომდინარე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, რეგლამენტით დადგენილი ნორმების მიხედვით გაგრძელდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.
კომენტარები