რასაკვირველია, ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ექნებათ. დაასახელებენ ერთმანეთის გვარებს ადრე თუ გვიან. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო ავადმყოფობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„იმედი აქვთ, რომ გარედან ინსტრუქცია მაინც ექნებათ და როცა საჭიროდ ჩათვლიან შეერთდებიან, როცა საჭიროდ ჩათვლიან – დაიშლებიან. ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.
კომენტარები
