ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ჩვენი მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს – ამის შესახებ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
”ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ჩვენი მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს. უბრალოდ, ახლა ჩვენ ვართ პროცესში. ევროკავშირთან ვართ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ნატო-სთან მიმართებაში იდგმება დიდი ნაბიჯები ალიანსთან დაახლოების და ამავე დროს, ჩვენი ურთიერთავსებადობის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ამის ნათელია დასტურია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო ორ სამიტზე მიიღო ნატო-მ. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სწორად დაგეგმარება”, – განაცხადა დოლიძემ.
“ნატო-ში და ევროკავშირში წევრობა ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანია “
2016/12/26 15:25:40
ნანახია: 1272 ჯერ