სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება.
„შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. რაც შეეხება პატიმრების უფლებების დაცვას, ამასთან დაკავშირებით საქართველოში პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები