უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს თეონა ყუფუნიას, ირინა რეხვიაშვილს და მარიამ ბარამიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა NDI-ს ორი ახალი პროგრამა და საპარლამენტო მუშაობის მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, მედიასთან ურთიერთობა, სტრატეგიული დაგეგმვა და მაჟორიტარული ბიუროების საქმიანობის გაძლიერება – ეს ის საკითხებია, რომელიც სავარაუდოდ, NDI-ს ახალი პროგრამებით იქნება მხარდაჭერილი.
კომენტარები