ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სიგიჟე იქნება, თუ მამამისი კვლავ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს.
„ჩემი დაკვირვებით, ქართული პოლიტიკა მას მართლაც არ აინტერესებს. თუ წლები გავიდა და მან კვლავ გადაწყვიტა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება, ეს იქნება სიგიჟე, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კომენტარები