საბერძნეთის პოლიციამ ათენში 32 წლის ქართველი დააკავა. ინფორმაციას ბერძნული და იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულს იტალიელის სამართალდამცველები ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ძარცვის გამო ეძებდნენ.
შემთხვევა 2021 წლის მაისში მოხდა. იტალიური მედია წერს, რომ დაკავებული 3 თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთ სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა. მათ სეიფიდან ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.
გარდა ამისა, მედია წერს, რომ მძარცველებმა სახლში მყოფი პირები დააბეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში ჩაკეტეს და დაზიანებები მიაყენეს. დაშავებულთა შორის იყო მცირეწლოვანიც.
კომენტარები