დავით უსუფაშვილის და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ სავარაუდოდ თებერვალში განაცხადებენ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ დავით უსუფაშვილსა და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილ წევრებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს პარტია, ხმალაძემ განაცხადა, რომ ”სავარაუდოდ, თებერვალში ამის თაობაზე გაკეთდება განცხადება”.
როგორც ხმალაძე აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას. ”ამის ალბათობა არის”, – აცხადებს ხმალაძე.
მისივე ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ამავე მიზეზებით არ შევიდა საკონსტიტუციო კომისიაში, თუმცა განაცხადა, რომ ის აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან, ოღონდ არა როგორც კომისიის წევრი.