რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ოკუპანტების მიერ ჩადენილი 47 ათასი სამხედრო დანაშაული დააფიქსირა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიან შემოჭრის დაწყებიდან პოლიციელებმა ოკუპანტების მიერ ჩადენილი 47 ათასი სამხედრო დანაშაული დააფიქსირეს. მათ შორისაა – წამების, გაუპატიურების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შემთხვევები”, – წერია განცხადებაში.
პოლიცია აღნიშნავს, რომ ომის მიმდინარეობისას სამართალდამცავების მუშაობა რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობისადმი მიცემის შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლებიც ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობისადმი დეკლარირებულ ადამიანის ძირითად უფლებებს უგულებელყოფენ.
კომენტარები