პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში ბინა 86 ოჯახს გადაეცემა.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ამბროლაურისა და სოფელ აბარის მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.
კომენტარები