საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოება სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში” გაიმართა.
აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი. რაც შეეხება სხცა ნომინაციებს, პრიზები ასე გადანაწილდა: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი, საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია, საუკეთესო მწვრთნელი – გია ცეცაძე, ფუტზალის საუკეთესო ფეხბურთელი – ზვიად კუპატაძე, საუკეთესო გოლი – ნიკა მაისურაძე, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ლანა გიორგაძე, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ბუდუ ზივზივაძე, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია, საუკეთესო ბომბარდირი 2015-16 სეზონის – გიორგი ქვილითაია, გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – ბუდუ ზივზივაძე, ქალებში კი აღნიშნული ჯილდო ნინო ჭუჭულაშვილმა მოიპოვა.
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა
2016/12/28 21:32:38
ნანახია: 2120 ჯერ