2016 წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული სპორტისთვისაც სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩვენმა სპორტსმენებმა 844, მათ შორის, 7 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიჭნა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
“2017 წელს თბილისსა და რეგიონებში გაიხსნება 20 სპორტული მოედანი – 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო. თელავში, გორსა და ბათუმში გაიხსნება მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები. მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა არაერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის, 2017 წლის ზაფხულში გაიმართება რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ასევე, ჭადრაკში მამაკაცთა შორის მსოფლიო თასი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა