სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია და რეკომენდაციები კვერცხის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მის მიერ წარმოებულ კვერცხზე ზუსტად მიუთითოს სურსათის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადა.
„მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ. აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დარღვევები. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან “, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, კვერცხის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების 15 ინსპექტირება ჩაატარა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 30 ნიმუში, განხორციელდა 39 დოკუმენტური შემოწმება. შემოწმების შედეგად, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 8 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის მარკირების კონტროლს ააქტიურებს
2016/12/29 14:25:13
კომენტარები
ნანახია: 1263 ჯერ