“ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და, რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ასპარეზზე”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული სარჩელის განხილვის შესახებ ისაუბრა.
“საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ ეს პარტიები, ნაცისტური პარტიები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, მთლიანად აიკრძალოს და ამით ქვეყანა დამშვიდდეს, საზოგადოება დამშვიდდეს და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
თქვენ იცით, რომ მცდელობა არის, დროში გაიწელოს, ის აბსურდული რაღაც თხოვნები რომ აქვთ მოსამართლეების მიმართ, ჯერ აცილებებით დაიწყეს უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ. მაგრამ, ერთი კარგია, კიდევ ერთხელ, მორიგჯერ იყო ლუსტრაცია, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი, როგორც ბატონმა გვარამიამ ბრძანა, რომ თურმე გახარიები და ეს დანარჩენები, “ლელო” და მთელი ეს საზოგადოება ერთი ჯგუფი არიან, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ დიახ, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ასპარეზზე”, – თქვა ზარქუამ.
