საინფორმაციო ომში საქართველოს ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა, როცა ხმა მისცა იმ რეზოლუციას და ამით ფაქტობრივად აღიარა თავისი წილი დანაშაული, ანუ ტალიავინის კომისიის დასკვნას დაეთანხმა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ჰააგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად უარყო ეს რეზოლუცია და ტალიავინის კომისიის დასკვნაც. თუ არ იქნებოდა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ასეთი პოზიცია, შეიძლებოდა უფრო მეტისთვის მიგვეღწია“, – აღნიშნავს იურისტი.
რეზოლუცია, რომელშიც სხვა პრობლემურ ჩანაწერებთან ერთად, ქართველი სამხედროები არიან დადანაშაულებული, 2008 წლის ომიდან 2 თვეში მიიღეს. მას ხელი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მოაწერა.