უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 დეკემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 103 220;
- ტანკი – 3 016;
- ჯავშანტექნიკა – 6 024;
- საარტილერიო სისტემა – 1 998;
- სარაკეტო სისტემა – 418;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212;
- თვითმფრინავები – 283;
- ვერტმფრენი – 267;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 707;
- საკრუიზო რაკეტები – 653;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 652;
- გემი/ნავი/კატარღა – 16;
- სპეციალური აღჭურვილობა – 179.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.
კომენტარები