ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 დეკემბერს „გირჩის ოფისთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება ჯაფარიძემ სამინისტროში უკვე შეიტანა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 31 დეკემბერს „გირჩის“ წევრები, მოხალისეებთან ერთად, მარიხუანას დათესვას აპირებენ.
„31 დეკემბერს დაანონსებული გვაქვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. 31 დეკემბერს, ცხრა საათიდან ათ საათამდე ჩვენთან ოფისში „გირჩის“ წევრები და სხვა მოხალისეები ვაპირებთ დავთესოთ მარიხუანა. სავარაუდოდ, ეს იქნება მრავალრიცხოვანი აქცია, ამიტომ ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტორს, პროვოკაციების თავიდან აცილებს მიზნით, მათ ჩვენი ოფისის წინ უზრუნველყონ პერიმეტრის დაცვა და გამოიყვნონ საპატრულო ეკიპაჟები“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის დათესვისას შსს-ს საკუთარი ოფისის დაცვას სთხოვს
2016/12/29 19:16:28
ნანახია: 1975 ჯერ