„ნაცმოძრაობის“ უტიფარმა წევრებმა ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ღირსეულ მოქალაქეებს ორკები უწოდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჯერ გირგვლიანის ოჯახს მიაყენეს პირადად შეურაცხყოფა. შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მხარდამჭერებმა კიდევ უფრო ამორალურად გაშალეს ეს თემა და გუშინ, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ ღირსეულ მოქალაქეებს ორკებიც კი უწოდეს ამ უტიფრებმა. ეს ყველაფერი სინამდვილეში აჩვენებს, რომ ესენი არიან შურისმაძიებლები, რომელსაც უნდათ მხოლოდ ძალაუფლება, რომელიც სჭირდებათ მხოლოდ, პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისათვის მაგრამ, ამას ვერასდროს ეღირსებიან“,- განაცხადა იონათამიშვილმა.
„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.
როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!, – ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს.