აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ბარაკ ობამა გუშინ დაბრუნდა ჰავაიდან, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა. მომხრეებისათვის გაგზავნილ იმეილში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მშობლიურ ჩიკაგოში დაგეგმილ ბოლო მიმართვაში ის გამოხატავს მადლიერებას ამერიკელებისადმი, რომლებმაც პრეზიდენტს მუშაობის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი თავი არ დაზოგეს ბოლო რვა წლის მანძილზე ქვეყნის გაუმჯობესებისთვის. ობამას თქმით, ბოლოს იტყვის იმასაც, თუ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს.
ხვალ კი ბარაკ ობამა კონგრესში, დემოკრატიული პარტიის წევრებს შეხვდება, რათა შეიმუშავონ სტრატეგია, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმების პრევენციას მოახდენს. “ობამაქეარი”დონალდ ტრამპის მიერ დაუყოვნებლივ გასაუქმებელ ზომებს შორის არის მოაზრებული.
ბოლო საუკუნის მანძილზე, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ ვაშინგტონში დარჩება. ობამები 20 იანვრის შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში გადასახლდებიან, სადაც ბარაკ და მიშელ ობამა 2019 წლამდე დარჩებიან. სწორედ ამ დროს დაამთავრებს მათი უმცროსი ქალიშვილი საშა საშუალო სკოლას.
ბარაკ ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოემშვიდობება
2017/01/03 11:52:24
კომენტარები
ნანახია: 1361 ჯერ