„ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორები მიტინგს სავაჭროდ გამოიყენებენ. ამის შესახებ ნათელაშვილმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„მიდიან ვაჭრობის მეორე წრეზე. როგორც ჩვენი ფანჩატური გამოიყენეს სავაჭროდ და მსუყედ ივაჭრეს, მილიონები დაირიგეს პარლამენტში შესასვლელად, ისე გამოიყენებენ ამ მიტინგს სავაჭროდ, ახლა ესენი მე მასწავლიან ვაჭრობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ – ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს
კომენტარები