გაზეთი “ბოლნისი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
”გაზეთი ბოლნისი“ მწუხარებას გამოთქვამს ბოლნისის საპატიო მოქალაქის, გამორჩეული პედაგოგისა და ხელოვანის, ქალბატონი ლაურა დურგლიშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ლაურა 35 წელზე მეტი, თავდადებითა და უსაზღვრო სიყვარულით ხელმძღვანელობდა ანსამბლ ,,იმედს” , ქმნიდა სივრცეს, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს მუსიკალური განათლების მიღებასთან ერთად საკუთარი ნიჭის რეალიზებისა და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის მრავალი წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას, მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი ბოლნისის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მუნიციპალიტეტის სახელით არაერთ კულტურულ ღონისძიებასა თუ საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა.
მისი ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ბოლნისის ისტორიაში.”
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
