პირადად მე, 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.
სააგენტოს კითხვაზე, რამდენად მოსალოდენელია, ბაქრაძე-ბოკერიას ფრთამ ყრილობაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირადად ის „ამ აზრისკენ იხრება”.
„თუკი ყრილობა არ არის ლეგიტიმური, ბუნებრივია, რომ ასეთი კითხვა ჩნდება. ვერ გეტყვით, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ პირადად მე, დიახ, მაგ აზრისკენ ვიხრები – ადრეც ვთქვი, რომ ამ ყრილობაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, ისევე როგორც ამ პარტიაში, თუკი ჩემი თანამოაზრეები იქ აღარ იქნებიან. დანარჩენი ჩემი თანამოაზრეების გადასაწყვეტია. პირადად მე ყრილობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება მე ვერ ვხედავ და სხვები ხედავენ. ასეთ შემთხვევაში, მე მათ გვერდით ვიქნები“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს” დავით დარჩიაშვილმა.