პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
კვირიკაშვილი ყველას მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საამაყოა, რომ ჩვენ ძმობა და მეგობრობა შევინარჩუნეთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
კომენტარები