არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო დროის აქტივობები შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეპატაჟური აქციებით ცდილობს იმის გადაფარვას, რომ დაპირებებს ვერ ასრულებს.
„ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა და ახლა სჭირდება გარკვეული ეპატაჟი, რომ გადაფაროს ის აბსურდული დაპირებები, რაც გააკეთა. ეს ეპატაჟი არის ერთი მხრივ, ბატონ მამუკა მდინარაძეს რომ დახვდა 10-კაციანი ჯგუფი, მეორე მხრივ, პარლამენტიდან გაქცევა რომ დააანონსეს, 30 ადამიანი რომ შეაწუხეს და შეკრიბეს გრანდიოზული აქცია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან. აი ეს ნაბიჯები პირდაპირ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილთან ერთად არის გაკოტრების რეჟიმში და სინამდვილეში ის გახლავთ გაკოტრების მმართველი“, – მიიჩნევს თალაკვაძე.
კომენტარები
