”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ.
”აღნიშნული ჯგუფი წერილობით, 5 პირის ხელმოწერით იბარებს ჩვენი საპარლამენტო ფრაქცის თავმჯდომარე ნიკა მელიას, სადაც დიდი ალბათობით იგეგმება მისი გადაყენება. ეს არის მცდელობა შეინარჩუნონ სკამები მაშინ, როცა მათ დაკარგეს პარტიის ნდობა. უხერხულია, როცა ეს ჯგუფი ფარისევლურად გვესაუბრება დემოკრატიულ ღირებულებებზე. 20 იანვარს მრავალათასიან ყრილობაზე ”ნაციონალური მოძრაობა” დაადასტურებს, რომ არა ასეთი, არამედ სახალხო დემოკრატიული მოძრაობაა, სადაც ყველა საკითხი საჯაროობისა და ამომრჩევლის ნების პატივისცემის რეჟიმში წყდება”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
კომენტარები