ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას წერილმა განაპირობა პარტიული დაპირისპირების გასაჯაროვება:
“გიგი უგულავა წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს პარტიაში მხარდაჭერა და რომელმაც თავისი თანაპარტიელები ამორიცხა სიიდან და რომელიც ნიკა მელიას ორშაბათს უპირებს ფრაქციიდან გარიცხვას. ცხადია ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ მე განსაკუთრებით დიდ შანსებს ვერ ვხედავ იმისა, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება ამ ფორმატში შედგეს. მაშინ მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ეს არ არის მისი პოზიცია რაც ასე არ არის, იმიტომ რომ გიგი უგულავა არის იმ მთავარი წერილის ავტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს საჯარო დისკუსია და პარტიული დაპირისპირების საჯაროობა”, – განაცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებთან.
კომენტარები