კრიტიკა არსებობს და ამ კრიტიკას სხვადასხვა წინაპირობა და საფუძველი აქვს – არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი აშკარად უკვე გადავიდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საზოგადოებაში იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ეს კანონი რაღაც ფორმით ზღუდავს მაგალითად, სტუდენტების, მეწარმეების დაფინანსებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის ინტერპრეტაცია, რომ ამ წინააღმდეგობამ და დაპირისპირებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რაღაც გარკვეულ პროგრამებს, რომელიც საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ამიტომ იქნებ უარი ვთქვათ, მაგრამ არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან არასამთავრობოები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები