საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, სახელისუფლებო გუნდი ლარის კურსის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს.
ვოლსკი მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„საფრთხეები რაც გააჩნია არამარტო მსოფლიო უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკებს, კვლავ ძალაში რჩება, ასე რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ საფრთხეების მინიმალიზაციისკენაა მიმართული. ბევრი ადამიანი, ვისაც გამოტანილი აქვს 2015 წლამდე კრედიტები, არის იპოთეკარი, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რომ არა ის დახმარება, რაც სახელმწიფომ უნდა გასწიოს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები