პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს.
”ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ.
სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ საშუალება მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მისცენ ხმა მათ რჩეულს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.