სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმზე, ფაქტია და არ ჭამს საჭმელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ვერ ჭამს საჭმელს, მაშინ რას მივაწეროთ ის ამბავი, რომ თუ საჭმელს ვერ ჭამს, ვთქვათ დავიჯეროთ, რომ ვერ ჭამს, გადასხმებზე ამბობს უარს. რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, რომ ეს მკვებავები და კალორიები მიიღოს სხვა გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გადასხმასაც ვერ იკეთებს? ხომ შეუძლებელია?! ამიტომ მარტივი ტყუილია. რაც შეეხება სტრასბურგს, მართალი რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ ნარატივი იმაზე, რომ თითქოს ის მართლა ცუდად არის, კვდება და ა.შ. მაშინ დამერწმუნეთ, ისინი მეორე დღესვე გაასაჩივრებდნენ ამას სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები