როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ აქციას, ეს თავისთავად უკვე მიუღებელია და აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ – ეს დამოკიდებულება კი არ არის სწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულებაა და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გამართა. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ აქციას, ეს თავისთავად უკვე მიუღებელია და აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ არის სწორი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ავროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა.