კარგი იქნებოდა, დავით კეზერაშვილისნაირი ძლიერი სპონსორი ჰყავდეს „სტრატეგია აღმაშენებელს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, ასეთი ძლიერი სპონსორი ჰყავდეს „სტრატეგია აღმაშენებელს“. სამწუხაროდ, იმ ხალხის მიმართაც კი, ვინც გვაფინანსებდა, დევნა დაიწყო აუდიტის სამსახურმა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.