მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
„გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის , ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა : ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი , მეტეხის, მარჯანიშვილის , სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” თანაგრძნობას უცხადებს ბესო მეგრელიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
კომენტარები