ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენეტიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან.
„მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა. ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან”. მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს ბერკეტები არის ინფორმაციის მიწოდება, წერილებით მიმართვა შესაბამისი კომიტეტისთვის და ბიუროსთვის. მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და ევროპული საქართველო დაარქვეს.
აკაკი მინაშვილი ”ნაცმოძრაობის” ყოფილ წევრებზე – მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს
2017/01/15 13:44:24

ნანახია: 1582 ჯერ