კონსტიტუციით 50 ოპოზიციონერს გვაქვს უფლება, საგამოძიებო კომისია შევქმნათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის პარალელურად თუ ვინმე რაიმე აქტივობას განახორციელებს, ეს პროცესს დიდად არ დააზარალებს.
„ქართული ოცნება“ რის საჭიროებას ხედავს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციით 50 ოპოზიციონერს გვაქვს უფლება, საგამოძიებო კომისია შევქმნათ. ამის პარალელურად თუ ვინმე რაიმე აქტივობას განახორციელებს, მაგალითად, იქნება ეს აქცია თუ საპროტესტო მოძრაობა, ან რაიმე მოთხოვნა, ეს მათი საქმეა. ამით არ მგონია პროცესი დიდად დაზარალდეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
კომენტარები