საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.
„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
Great to meet w/@jensstoltenberg in the frames of my visit to Brussels. 🇬🇪-#NATO are the trusted partners. Discussed bilateral and regional coop agenda, regional security challenges and future partnership. pic.twitter.com/pY4S6eEx90
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 25, 2023