ყველა კარგად ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის – ახლა მთავარია, რომ ყველა მისმა ახლობელმა და ლობისტმა უზრუნველყონ, რომ მან თვითდაზიანება შეწყვიტოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ყველასთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ინტერესი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასაღებს, თითქოს და ეს არის საერთაშორისო მედიის ინტერესი, ფაქტია, არის ლობისტური საქმიანობის შედეგად მიღებული – ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.
კომენტარები