საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო, რამაც ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის, მათ შორის ბავშვების და ასევე ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა.
გულრწფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს, მათ მთავრობებს”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
კომენტარები
