გიგი უგულავას განცხადებით, ,,ქართული ოცნება” პარტია არ არის. ის არის გაერთიანება ერთი კონკრეტული ადამიანის გარშემო.
გიგი უგულავას თქმით, ,,ქართული ოცნების” წევრებს პოლიტიკური მგრძნობელობა არ გააჩნიათ.
,,ნაციონალური მოძრაობა” განსხვავებით, ,,ქართული ოცნებისგან” იყო მწყობრი პარტია, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული ხედვა და ღირებულებები. როცა გაყრა და შეუთავსებლობა ღირებულებით ნაწილში მოხდა, საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ის დღემდე არ არის ჩამოყალიბებული როგორც პარტია, ის არის ერთი კაცის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, მერკანტილური სურვილები აქვს. შევარდნაძის დროს, რომ ვიტალი ხაზარაძე იყო მთავარი წამყვანი ძალა პარლამენტში, მაშინ ბევრად უფრო მოტივირებული და პოლიტიკოსები იყვნენ, ვიდრე დღეს არის ,,ქართულ ოცნებაში”. საქართველოის პრობლემა ,,ქართული ოცნების” ხელში არის ის, რომ შეკრებილია ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მგრძნობელობა არ აქვს. ბევრი ეკა ბესელიები რომ იყოს უკეთესია, იმიტომ რომ მას პოლიტიკური მგრძნობელობა აქვს”, – განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში.
