ის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვაწვდის ვენეციის კომისია, თავიდან ბოლომდე იქნება გათვალისწინებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისია თავიდანვე იქნება ჩართული.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისია თავიდანვე იქნება ჩართული და შემდგომში, როდესაც უკვე მომზადდება დოკუმენტი შესაბამისი ცვლილებებით, ეს დოკუმენტიც აუცილებლად იქნება ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული და ის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვაწვდის ვენეციის კომისია, თავიდან ბოლომდე იქნება გათვალისწინებული ამ რეფორმის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები