დიღომში გარდაცვლილი ბავშვის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ანი🌸
ჩემი ერთადერთი და ანი , რომელიც მირჩევნია მთელ ჩემ სიცოცხლეს რომლის გამოც ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ აღარ მყავს.
ანი იყო არის და იქნება ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მას იცნობდა ყველაზე ზრდილობიანი , კეთილი, ნაზი, ნიჭიერი,სათნო, ჭკვიანი, მორიდებული და ყველაზე ფერადი ადამიანი ვინც შემხვედრია ამ დედამიწაზე.
12 წლის ანი მომიკლეს.
ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რომ ის არსება დაისაჯოს ყველაზე მტანჯველი სასჯელით. მე არ გავჩერდები არც ანი გაჩერდებოდა ბოლომდე იბრძოლებდა, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ ანი.
მკვლელი გარეთ არის !
ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის!”
კომენტარები