“არც ერთი ოპონენტი არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში”, – ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ქართული მხარისთვის ძალიან ოპტიმალური ვარიანტი გამოვიდა.
„არც ერთი ოპონენტი არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა. მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთებულია. უფრო მეტის მიღწევა კი შეუძლებელი იყო. ამ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის ძალიან კარგი პირობაა ჩადებული.
ის, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა უნდა ოპოზიციას, ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს, ამაში ახალი არაფერია არც ჩვენთვის და არც ქართული პოლიტიკური სივრცისთვის“, – განაცხადა ძიძიგურმა.
კომენტარები