„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს პარტიის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.
„გენერალური მდივნის პოსტი რჩება და ამ პოსტზე რჩება ის ადამიანი, ვინც აქამდე იყო. ის არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად, ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად“, – განაცხადა მინაშვილმა.
კომენტარები
