„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ – არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ილიაუნის ადმინისტრაციას კიდევ ერთი განცხადებით მიმართა.
სტუდენტები უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა სიის გასაჯაროებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ გზით უნივერსიტეტში, სავარაუდოდ არსებული ნეპოტიზმის ფაქტები გამოავლინონ. დღესვე სტუდენტებმა რექტორს კონკრეტული კითხვით მიმართეს. მათ აინტერესებთ, არის თუ არა ნინო დობორჯგინიძე წარსულში ნასამართლევი. თავად რექტორმა „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ წევრის მარიამ ბურჯალიანის განცხადებით, ითხოვენ შეხვედრას განათლების სამინისტროს უნივერსიტეტების მიმართულებით უფლებამოსილ პირებთან, რათა ილიაუნთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ.
კომენტარები