საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ.
როგორც კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მას არ მოუსმენია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით და ამ თემაზე დღეს არ უმსჯელიათ.
”მე ეს კომენტარი არ მომისმენია, ჩვენ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ გვქონია, დღეს მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ თავს, მეორე თავს. ამ თავებით ასე ვთქვათ არ არის დარეგულირებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და დედაქალაქში გადმოვა.
როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხზე დღეს კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია
2017/01/21 21:22:59
ნანახია: 1414 ჯერ