”გიგი ძალიან სუფთა, კაცთმოყვარე და უღალატო ბიჭია”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის, გიგი წერეთლის მამა, მწერალი ნუგზარ წერეთელი გაზეთ “ვერსიასთან”. გთავაზობთ შემოკლებით:
_ მიშასთვის არ უღალატია?
_ ეს ღალატი არაა! ვანო, ამ ხნის კაცი ვარ და არ მახსოვს, ხალხს მთავრობა არ გაეკრიტიკებინა. სააკაშვილი ხელისუფლებაში კარგა ხანს იყო, ალბათ, რაღაც ბზარები გაჩნდა, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენგან არ დაწყებულა. ჩემი აზრით, უკმაყოფილება არჩევნების ანუ მას მერე წარმოიშვა, რაც მიშამ გამოაცხადა, პარლამენტში არ შეხვიდეთო, ესე იგი, 27 ადამიანს, პრაქტიკულად, მშიერს ტოვებდა. მაგალითად, ჩემი შვილი არსად მუშაობს და სხვა შემოსავალი არ აქვს, არც ქურდია და არც _ საქმოსანი.
_ კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მთავარი ხომ იდეა უნდა იყოს და არა _ ხელფასი?
_ უხელფასოდ მუშაობა ძალიან ძნელია. გიგის წილები არ აქვს და არც ჰქონია…
_ …მიხეილ სააკაშვილს იცნობთ?
_ სულ ორჯერ მყავს ნანახი და იმასაც გეტყვი, როდის გავიცანი: იუსტიციის მინისტრი რომ იყო, პატიმრებისთვის წიგნების შეგროვება დაიწყო. ეს იდეა მომეწონა, „ცოდნაში“ 1200 წიგნი შევაგროვე და იუსტიციის სამინისტროში მივიტანე, მიშამ მადლობა გადამიხადა და ჩვენი პირისპირ შეხვედრა სულ ეს იყო. არც ორდენი მოუცია და არც – არაფერი. საერთოდ, სულ ერთი ორდენი მაქვს მიღებული _ შევარდნაძემ ღირსების ორდენი მომცა…