“ელით, რომ შსს კანონს თქვენ მიმართაც აამოქმედებს და დაგაპატიმრებთ? წინა ინტერვიუში მითხარით, მეშინიაო. ახლაც გეშინიათ?”, – ჟურნალისტის შეკითხვას პარტია ,,გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ,,ვერსიასთან” ინტერვიუში პასუხობს:
„რთული სათქმელია… მთელი პარტიის დაპატიმრების გადაწყვეტილებას შსს ვერ მიიღებს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენი დაპატიმრების საფუძველი 31 დეკემბრის საღამოს ჰქონდათ, როცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინეთ; ასევე მაშინაც, როცა ,,გირჩის” ოფისიდან ქოთნები წაიღეს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ყველა კომპონენტი საჯარო იყო და ექსპერტიზით მხოლოდ იმის დადგენაა საჭირო, ნამდვილად მარიხუანა დავთესეთ თუ არა, თუმცა კანაფი უკვე ამოსული და გახარებულია, ამიტომ ნებისმიერი პოლიციელი, რომელსაც მსგავს თემასთან შეხება ჰქონია, ვიზუალური შეფასებითაც დაადასტურებდა, რომ ეს კანაფი იყო და ოხრახუში არ დაგვითესავს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ წუთისთვის ჩვენი დაპატიმრების პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა მიღებული.
25 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლოში ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” სარჩელის განხილვა იწყება, რომელიც 265-ე მუხლს ანუ მარიხუანას კულტივაციას ეხება, რაც ჩვენ დავარღვიეთ. ,,თეთრი ხმაური” ითხოვს, ამ მუხლიდან ამოიღონ პატიმრობა, როგორც სასჯელი. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამ დანაშაულზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდება და პრობლემაც ნაწილობრივ მოგვარდება.
მარიხუანას შესახებ კანონს უსამართლოდ მივიჩნევთ და ამიტომ ჩვენი არდასჯა დაუსჯელობის სინდრომს ვერ წაახალისებს. დაუსჯელობის სინდრომი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი პოლიცია ადამიანს, რომელიც ზიანს სხვას მიაყენებს, არ დასჯის!”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
წყარო: „ვერსია“