კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია, ამიტომ ავანსი დაიბეგრება დღგ-თი, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თაბუაშვილის თქმით, საუბარი უკვე რაიმე სხვა ცვლილებაზე აღარ არის და აღნიშნული ცვლილება, რასაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გულისხმობს, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. თაბუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი მიდგომა და აღნიშნული მიდგომა დანერგილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც.
”როცა მყიდველი ფულს უხდის გამყიდველს, ამ თანხაში გათვალისწინებულია დღგ-ს წილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტთან უნდა იქნას გადამისამართებული. ამაში უცნაური არაფერია”, – განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
კომენტარები