ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატზე დღეს ოფიციალურად უარი თქვა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიპლომატიურ პასპორტს განცხადებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს დღესვე გაუგზავნის, თუმცა დარჩება რეგიონში და გააგრძელებს მოსახლეობის ინტერესების დაცვას.
„ბევრი კითხვა ისმოდა, თუ როდის გავა ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოდან? მე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტს ხელს ოფიციალურად ვაწერ. ეს განცხადება, უმაღლეს საბჭოში შევა, მაგრამ წევრობაზე უარი ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით აჭარაში ან ბათუმში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ხალხს ვტოვებ. ჩვენი ადგილსამყოფელი არის პარტიის ოფიში, რომელიც ყველასთვის ღიაა. ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას. გუშინ კანონმდებლობის დაცვით ავიღე დიპლომატიური პასპორტი, თუმცა დღეს ვაბარებ მას, ალბათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კარგად შეინახავს“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატის შეჩერების სურვილი არჩევნების დასრულებისთანავე საჯაროდ გამოთქვა, თუმცა ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებით მიუმართაობის მიზეზად საზღვარგარეთ მივლინება დაასახელა.